.

ავტორი (ები): მელორ ალფენიძე

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

გეოგრაფიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. საგანმანათლებლო პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) ხელმძღვანელი, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი და სწავლული მდივანი, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აფხაზეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საქართველოს ალ. ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ნამდვილი წევრი და აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის მდივანი. 
დაიბადა 1947 წლის 21 მაისს. 1964 წ.  დაამთავრა საშუალო სკოლა. 1969 წელს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით და მიიღო გეომორფოლოგის კვალიფიკაცია. 1969 წლიდან მუშაობდა ქ. სოხუმში საპროექტო ინსტიტუტში. 1971 წლიდან  შავი ზღვის ნაპირების დაცვის რესპუბლიკურ სამმართველოში, ჯერ ინჟინრის, ხოლო 1973 წლიდან - ნაპირების კვლევის განყოფილების გამგის თანამდებობაზე, 1971 წლიდან შეთავსებით მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის, 1978 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრაზე მასწავლებლის, 1978 წლიდან დოცენტის, 2006 წლიდან სრული პროფესორის თანამდებობებზე. 1989 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „შავი ზღვის აფხაზეთის შუა ნაწილის ნაპირების მორფოდინამიკა“. იკვლევს ზღვებისა და ოკეანეების სანაპირო ზონის მორფოლოგიასა და დინამიკას; ზღვისპირეთებისა და წყალქვეშა ფერდობების ლანდშაფტურ-ეკოლოგიას; შეირაღებული კონფლიქტებისა და საბრძოლო მოქმედებების ეკოლოგიიურ შედეგებს გარემოს რეგულირება-მართვის პრობლემები და სხვა. 
გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მთ შორის მონოგრაფიები, ლესიკონები, კერბულები და ა. შ. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ექვსი რესპულიკური სამეცნიერო- პედაგოგიური კონფერენცია საქართველოს გეოგრაფიის აქტუალურ საკითხებზე, მისი რედაქტორობით გამოიცა ამ კონფერენციების კრებულები და მასალები. მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.

2009 წლიდან პროექტის აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო“ სამეცნიერო სათათბიროს წევრი.