.

შავი ზღვა: აბიოტური და ბიოტური პროცესების დინამიკა
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2016
ავტორი (ები): მელორ ალფენიძე,
გამომცემლობა: თბილისი
9658
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(5 შეფასება)
ანოტაცია
 

მონოგრაფიაში (პირველი ნაწილი) განხილულია შავი ზღვის აქტუალური საკითხები - ქვაბულის გეოდინამიკური პირობები, მორფოლოგიური იერ-სახე, ზღვის წყლის ფიზიკურ-ქიმიური ასპექტები, სინოპტიკური და მეტეოროლოგიური, აუზის მდინარეთა ჰიდროლოგიური თავისებურებები... განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შავი ზღვის ნაპირების (განსაკუთრებით საქართველოს) თანამედროვე მდგომარეობას, მისი ფორმირების ბუნებრივ, აბიოტურ (გეოლოგიურ-ტექტონიკური პირობები, ლითოლოგია და რელიეფი, სინოპტიკურ- მეტეოროლოგიური ნიშნები, ზღვისა და მდინარეების ჰიდროლოგია, ნაპირების მორფოდინამიკა) ფაქტორებს მათ მიერ გამოწვეულ ცვლილებებს. აუზის ანთროპოგენური (პორტების, ჰეს-ების მშენებლობა, ინერტული მასალის გაზიდვა, ნაპირდაცვის ავ-კარგიანობა) მონოგრაფიის მეორე ნაწილშია განსაზღვრული.

 

წიგნი შეიცავს: ნახატებს, სურათებს, ცხრილებს.
მათ სანახავად აუცილებელია ელ-წიგნის გადმოწერა და Acrobat Reader-ში გახსნა.

დაწვრილებით
 

ნავარაუდევია მონოგრაფიის მეორე და მესამე ნაწილების შედგენა. მეორეში საინჟინრო პროექტების რეალიზაცია, მესამეში კი აბიოტური ფაქტორები და ეკოსისტემების პრობლემები იქნება გადმოცემული.

მონოგრაფიის მეორე შევსებული და გადამუშავებული ვარიანტი ელექტრონულ ვერსიას წარმოადგენს. მისი ძირითადი ტექსტი 239 გვერდზეა გადმოცემული. მას ოთხი დანართი აქვს: დანართი 1: ნახაზები, სქემები, რუკები - 85 გამოსახულება; ფოტოსურათები - 52; ცხრილები - 51; ტერმინების განმარტება - 186, მათ შორის - 54 მათგანს, კომენტართნ ერთად, გრაფიკული გამოსახულება ახლავს.

პარამეტრები

  • განთავსებულია: ივნ 17, 2016
  • ISBN-13: 978-9941-17-585-5
  • უაკ: 551.41(262.5) ა-535
  • გამომცემლობა: თბილისი
  • ყდა: რბილი
  • ენა: Geo
  • გვერდები: 312
  • ნახვები: 9658
  • შეფასება: 5.0

წიგნის ავტორი(ები)