წინამდებარე სახელმძღვანელო „საქართველოს რელიეფის ტიპები“ შედგენილია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის გეოგრაფიის მიმართულების (დეპარტამენტი) საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული კურიკულუმის შესაბამისი დისციპლინის „საქართველოს რელიეფი“ სასწავლო პროცესის შერულების საჭიროებისათვის.
ნაშრომი მოიცავს მხოლოდ საქართველოს რელიეფის ტიპების (ტექტოგენური, ვულკანური, ეგზოტექტონიკური, გრავიტაციული, პეტროგენული, ეროზიული და ფლუვიო-აკუმულაციური, მდინარეული და ზღვიური ტერასები, კარსტული და ფსევდოკარსტული, მყინვარული და პერიგლაციალური, წყალქვეშა ფერდობისა და სანაპიროების, ბუნებრივ-კატასტროფული, ანთროპოგენური) დეტალური ანალიზი.