19 - წიგნი
ფიზიკური გეოგრაფიის თეორიული საფუძვლები: ნაწილი III
გამოცემის წელი: 2016
გამომცემლობა:
თ.ს.უ გამომცემლობა
ჟანრი:
გეოგრაფია,
სახელმძღვნელოები
ანოტაცია
 
ფიზიკური გეოგრაფიის თეორიული საფუძვლები განკუთვნილია უმთავრესად მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის და დეტალურად განიხილება ფიზიკურ-გეოგრაფიული თეორიის უმთავრესი თანამედროვე პრობლემები. ნაშრომი, შინაარსობრივად, თანამედროვე ფიზიკურ-გეოგრაფიული ცოდნის ღრმა და ფართო ათვისებას ემსახურება. წიგნი შვიდი ნაწილისაგან შედგება:
- 1. ფიზიკურ-გეოგრაფიული მეცნიერების სისტემური გააზრება, სტრუქტურა, გეოგრაფიული მოძღვრებები, კონცეფციები, პარადიგმები;
- 2. გეოსფეროების სისტემური ნიშნების გეოგრაფიული საფუძვლები;
- 3. ატმოსფერული, ჰიდროსფერული, ლითოსფერული და ბიოსფერული ენერგო-მასების მიმოქცევების სისტემურ-გეოგრაფიული ნიშნები;
- 4. ბუნების რიტმული მოვლენები, ციკლები, სტადიალურობა და გეოგრაფიული პროგნოზი;
- 5. გეოგრაფიული ზონალურობა, სიმაღლებრივი სარტყლურობა და ზონალურობის პერიოდულობის კანონი;
- 6. ლანდშაფტური სისტემის წარმოშობა და განვითარება;
- 7. გლობალური გეოგრაფიული პროცესები და მათი რეგულირება - მართვა.
- აქედან გამომდინარე, მონოგრაფიის - „ფიზიკური გეოგრაფიის თეორიული საფუძვლები“ შედგენა და მკითხველისათვის მიწოდება აშკარად გამართლებული ქმედებაა, დარგის რთული საკითხების ათვისების წინაპირობაა და მომავალი გეოგრაფოსების მომზადების საფუძველია.