.

საველე პრაქტიკა გეოგრაფიაში (ფიზიკური)
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2021
ავტორი (ები): მელორ ალფენიძე,
გამომცემლობა: თბილისი
ჟანრი: გეოგრაფია
1644
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(2 შეფასება)
ანოტაცია
 

საველე პრაქტიკა გეოგრაფიაში (ფიზიკური)

გეოგრაფიის სპეციალობის სტუდენტების სწავლა/სწავლების პროცესის წარმართვა ორგანულად უკავშირდება ბუნება-საზოგადოების ურთიერთობათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სრულყოფილ აღქმას, ბუნებრივი გარემოს თანამედროვე პრობლემების გადაჭრის ღონისძიებების შემუშავებასა და, აქედან გამომდინარე, გარემოდაცვითი საქმიანობის მაღალი დონის გააზრებასა და გათავისებას. ამ რთული ამოცანების გადაწყვეტის მომზადების საქმეში დიდი როლი ფიზიკურ-გეოგრაფიული საველე კომპლექსური პრაქტიკების ჩატარებას ენიჭება. მისი ჩატარებისათვის მზადება იწყება ჯერ კიდევ, სწავლების საწყის (I-IV სემესტრები) ეტაპზე, როცა სტუდენტების მიერ მოსმენილია ლექციების კურსები შემდეგ დისციპლინებზე: დედამიწისმცოდნეობა, ტოპოგრაფია, ჰიდროლოგია, მეტეოროლოგია, გეოლოგია და სხვ. ამ დისციპლინების ძირითდი საკითხების შესახებ ლექციები სტუდენტებს აძლევს იმ ცოდნას, რაც მათ გონებაში აღძრავს ბუნებრივი გარემოს რიგი პარამეტრების გაზომვისა და მათ შორის ორგანული კავშირების დადგენის მიზანშეწონილობას.

დაწვრილებით
 

საველე პრაქტიკის ჩატარების ადგილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო ხოდაშნის გიორგი ჩანგაშვილის სახელობის ეგზოდინამიკური პროცესების შესწავლის სამეცნიერო-საკვლევი ცენტრი (თელავის მუნიციპალიტეტი), ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი - მერაბ გონგაძე

პარამეტრები

  • განთავსებულია: მარ 4, 2022
  • გამომცემლობა: თბილისი
  • ენა: Geo
  • გვერდები: 60
  • ნახვები: 1644
  • შეფასება: 5.0

წიგნის ავტორი(ები)