დაწვრილებით
 
სახელმძღვანელოს შემუშავებას წინ უძღვის ავტორის მიერ გამოცემული და უფრო ადრინდელი სახელმძღვანელოების გადამუშავება აწინდელ მოთხოვნილებათა შესაბამისად. მისი შინაარსი ემთხვევა გეოგრაფიის სასწავლო საბაკალავრო პროგრამას და მოიცავს ცოდნას გეოგრაფიული მეცნიერების ისტორიის, გეოგრაფიული გარსის [სისტემის] შედგენილობისა [სტრუქტურის] და დედამიწის გეოსფეროების [ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს, ლითოსფეროსა და ბიოსფეროს] წარმოშობის, განვითარების, დინამიკის, თანამედროვე მდგომარეობისა და პროგნოზის შესახებ.
სახელმძღვანელო განკუთვნილია გეოგრაფიის სპეციალობის ბაკალავრიატის დონის სტუდენტებისათვის. უნივერსიტეტების გეოგრაფიული სპეციალობის სტუდენტების გარდა ის შეიძლება გამოიყენოს საშუალო განათლების გეოგრაფიის პედაგოგებმა, სპეციალისტებმა, ბუნებისმეტყველებით დაინტერესებულმა ფართო საზოგადოებამ.