.

მეხსიერების ადგილები და ქართული ნაციონალური იდენტობის სიმბოლური გარემო
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2022
გამომცემლობა: ი.ს.უ. გამომცემლობა
1279
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია
 

მეხსიერების ადგილები და ქართული ნაციონალური იდენტობის სიმბოლური გარემო

მეხსიერების კვლევების მიმართ ინტერესი მე-20 საუკუნის 80- იან და 90-იან წლებში ნაციონალიზმის გამოცოცხლების და აღზევების (Brubaker 1996) პარალელურად გაიზარდა. ბალკანეთში სისხლიანი კონფლიქტების და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სოციალისტური ბლოკის კოლაფსის ფონზე წინა პლანზე წამოიწია ნაციონალიზმის და მასთან ერთად ეროვნული ელიტების მიერ წარსულის ინსტრუმენტალიზაციის და მანიპულაციის პრობლემებმა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო კოლექტიური მეხსიერების, ისტორიის რეპრეზენტაციის და იდენტობის კვლევების „შემოქმედებითი და ინტენსიური“ პერიოდი (Tota and Hagen 2016, 1). პოსტსაბჭოთა სივრცეში ნაციონალური იდენტობა და მეხსიერება მჭიდროდ იყო და- კავშირებული „სოციალური ამნეზიის ან დავიწყების“ განცდასთან (Simine, 2013, 14). პიერ ნორას სიტყვები – „ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ მეხსიერებაზე რადგან მისგან ცოტა რამ დარჩა“ (იქვე, 14; Nora, 1989, 7), ასევე აღწერს ქართული საზოგადოების შფოთვებს „დავი- წყებულ ისტორიასთან“ დაკავშირებით. თუმცა პ. ნორას საფრანგეთისგან განსხვავებით, სადაც მეხსიერების საკითხის აქტუალიზება აგრარული საზოგადოების გაქრობას და ინდუსტრიალიზაციას მიეწერება, 1991 წლამდე საბჭოთა ყოფაში ისტორიის და მეხსიერების „წაშლას“ სხვა, პოლიტიკურ მიზეზებში ეძებენ.

დაწვრილებით
 

კრებული მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო (N FR17_624) პროექტის „ქართული ნაციონალური იდენტობა და „მეხსიერების ადგილები“: წარსულის კონსტრუირების დომინა- ნტური და ალტერნატიული პერსპექტივები“ ფარგლებში.

წამყვანი ორგანიზაცია: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამონაწილე ორგანიზაცია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პარამეტრები

  • განთავსებულია: ოქტ 7, 2022
  • ISBN-13: 978-9941-18-380-5
  • გამომცემლობა: ი.ს.უ. გამომცემლობა
  • ენა: Geo
  • გვერდები: 200
  • ნახვები: 1279
  • შეფასება: 5.0

წიგნის ავტორი(ები)