.

ავტორი (ები): მალხაზ თორია

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

მალხაზ თორია

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიისა და კულტურის კვლევების მიმართულებით. 2009 წელს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო (PhD) დისერტაცია თემაზე „დროის აღქმა და ისტორიის კონცეფცია შუა საუკუნეების ქართულ კულტურაში“ („ქართლის ცხოვრების“ ისტორიოგრაფიული ტრადიციის მიხედვით). 2006-2008 წლებში იგი ასწავლიდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ინსტიტუტში; 2006-2010 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 2008-2014 წლებში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი; 2014 წლიდან დღემდე ასოცირებული პროფესორია ისტორიის მიმართულებაზე. 2015 წლიდან ხელმძღვანელობს ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მეხსიერების კვლევების კავკასიურ ცენტრს.