
3 - წიგნი
წინამდებარე კრებულში თავმოყრილია უკანასკნელი წლების ჩემი მუშაობის შედეგები. ჩემი სამეცნიერო ინტერესების ტრადიციულ სფეროებს – მიკენურ ტექსტებსა და ძველი მსოფლიოს სოციალურ ისტორიას - ბოლო ხანებში შეემატა მითოლოგია როგორც წყარო ისტორიული კვლევისათვის. აქ იგულისხმება ზოგადი, მეთოდოლოგიური პრობლემატიკაც, კონკრეტული მითებისა თუ თქმულებების მიხედვით ისტორიულ მოვლენათა რეკონსტრუქციაც და მითოლოგიურ პარალელთა შესწავლა - შეფასებაც.
შუამდინარეთთან და ანატოლიასთან ბერძნული და ქართული პარალელებისა თუ კონტაქტების კვლევამ ჩემს თვალსაწიერში დააბრუნა ძველახლოაღმოსავლური სამყარო.