.

ავტორი (ები): სტივენ ჯონსი

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

სტივენ ჯონსი (Stephen Jones) - ამერიკელი ისტორიკოსი, დაიბადა 1952 წელს, არის მასაჩუსეტსის შტატის „მაუნტ ჰოლიოკის“ კოლეჯის პროფესორი. 1984 წელს ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში მიიღო ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (საქართველოს სოციალური დემოკრატია ოპოზიციასა და ძალაუფლებაში ყოფნის დროს, 1918-1921 წწ.) ასწავლიდა კალიფორნიის, ლონდონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. ჯონსი ავტორია რამდენიმე წიგნისა კავკასიის ისტორიის და პოლიტიკის შესახებ. ის საბჭოთა და რუსულ პოლიტიკას ასწავლიდა კალიფორნიის სანტა-კრუზის, ლონდონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. 2011 წელს ჯონსი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად აირჩიეს. იმავე წელს მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯონსი კითხულობს ლექციებს თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე. იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი და წმ. ენთონის კოლეჯის ასოცირებული წევრი, ოქსფორდი უნივერსიტეტი. 1989 წლიდან ასწავლის მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯში (აშშ). პროფესორი ჯონსი არის 70-მდე სამეცნიერო სტატიის და ნამუშევრის ავტორი საქართველოს შესახებ. 2005 წელს გამოსცა წიგნი „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალურ დემოკრატიამდე, 1883-1917, (Harvard University Press). 2010 წელს კი გამოსცა წიგნი „ომი და რევოლუცია კავკასიაში: საქართველო ცეცხლის ალში” (ed.). 2012 წელს გამოვა კიდევ ორი წიგნი მისი ავტორობით: “დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია, 1991-2010 წწ” (I.B. Tauris) და „თანამედროვე საქართველოს დაბადება: პირველი ქართული რესპუბლიკა და მისი მემკვიდრეები, 1918-2010″ (ed., Routledge). პროფესორი ჯონსის ორგანიზებით ჩატარდა რამდენიმე კონფერენცია საქართველოს შესახებ. პროფესორ ჯონს მიღებული აქვს გრანტები და ჯილდოები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როგორიცაა სმიტ რიჩარდსონის სახელობის ფონდი, პრინსტონის კვლევითი ინსტიტუტი, ა.შ. 1980-1983 წლებში იყო მარჯორი უორდროპის სახელობის მკვლევარი ოქსფორდის უნივერსიტეტში; 2003-2004 წლებში მან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით საქართველოში ორი საზაფხულო პროგრამა განახორციელა, რომელთგან მეორე რელიგიური ტოლერანტობის თემას ეხებოდა.

ჯონსი ავტორია რამდენიმე წიგნისა საქართველოს ისტორიის შესახებ, არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ 2014 წელს გამოქვეყნებული კრებულის, „ქართლის ცხოვრების“/„ქართველთ ცხოვრების“ ინგლისური თარგმანის რედაქტორი (ქართული ტექსტის რედაქტორია როინ მეტრეველი).

რეგულარულად უწევს კონსულტაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საქართველოში აშშ-ის ელჩებს. მიღებული აქვს ჰარვადის, ლონდონის, ოქსოფორდის უნივერსიტეტების, ასევე IREX-ის სმით რიჩარდსონის ფონდის და პრინსტონის მოწინავე/პერსპექტიული კვლევევების უნივერსიტეტის არაერთი გრანტი, სტიპენდია თუ ჯილდო. ჯონსის მშობლიური ენა ინგლისურია. იგი თავისუფლად მეტყველებს ქართულად და კითხულობს რუსულად და ფრანგულად.