.

აფხაზური ენა: წარსული, აწმყო და...
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2021
გამომცემლობა: თბილისი
1380
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია
 

პირველ ნაწილში ისტორიულ და საარქივო მასალებზე დაყრდნობით გაანალიზებულია აფხაზური ენის ეკოლოგიური მდგომარეობის, ფუნქციონირების ტერიტორიისა და გამოყენების სფეროების კატასტროფული ცვლის მიზეზები რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის ენობრივი პოლიტიკის კონტექსტში; ნაჩვენებია, თუ რა რადიკალური ეკოლოგიური გარდაქმნები მოხდა ამ ენის ფონოლოგიურ და გრამატიკულ სტრუქტურაში, განსაკუთრებით კი ლექსიკაში.

დაწვრილებით
 

მეორე ნაწილში წარმოდგენილია პროექტის მონაწილეთა მიერ მოპოვებული აუდიო და ვიდეომასალების გაშიფრული ტექსტები, რომლებშიც ასახულია აფხაზური და ქართული საზოგადოებების წარმომადგენელთა დამოკიდებულება აფხაზური ენის მდგომარეობისადმი, მისი ბედ-იღბლისადმი. ამ ჩანაწერებს ახლავს სათანადო ანალიზი.

წიგნში არგუმენტირებულად, დოკუმენტებზე დამყარებით არის გაქარწყლებული აფხაზურ სეპარატისტულ ლიტერატურაში გამოთქმული ბრალდებები ქართველთა მხრიდან აფხაზური ენის „დევნა-შევიწროების” შესახებ.

წიგნს ერთვის საკვლევ თემასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტიც.

პარამეტრები

  • განთავსებულია: ოქტ 27, 2021
  • ISBN-13: 978-9941-9771-0-7
  • გამომცემლობა: თბილისი
  • ენა: Geo
  • გვერდები: 444
  • ნახვები: 1380
  • შეფასება: 5.0

წიგნის ავტორი(ები)