.

ავტორი (ები): თეიმურაზ გვანცელაძე

ავტორის შესახებ

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაიბადა 1951 წლის 27 სექტემბერს. 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება. 1978 წელს დაამთავრა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა კავკასიური ენების სპეციალობით (სამეცნიერო ხელმძღვანელი - აკად. ქეთევან ლომთათიძე). 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1997 წელს - სადოქტორო დისერტაციები. 1977-2009 წლებში მუშაობდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში უმცროს, უფროს და წამყვან მეცნიერ თანამშრომლად. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქართული ენის კათედრაზე, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სასცენო მეტყველების კათედრაზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრასა და კავკასიოლოგიის ინსტიტუტში, ილ. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის (შემდგომში: ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ქართული ენის კათედრაზე, თსუ სოხუმის ფილიალის ქართული ენის კათედრაზე; იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პრორექტორი და რექტორი. 2008 წლიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის დირექტორი და ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. იკვლევს აფხაზური, აბაზური და ქართული ენების სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს, თეორიული ენათმეცნიერების, სოციოლინგვისტიკისა და ლინგვოკულტუროლოგიის პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს 255 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 20 წიგნი. 2012 წლიდან პროექტის ,,აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო“ ავტორთა სამეცნიერო სათათბიროს წევრი.

იხილეთ დაწვრილებით