სოფიკო ჭაავა - ფილოლოგიის დოქტორი, ახალგაზრდა მეცნიერი. აქვს სამეცნიერო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება: მონაწილეობდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში „თანამედროვე აფხაზური ენის ეკოლინგვისტური ანალიზი“ (პროექტის კოორდინატორი, 2020 წ.); მონაწილეობდა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონორების მიერ დაფინასებულ, დასრულებულ პროექტებში. არის 2011 წელს გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის COBERM-ის მიერ დაფინანსებული წიგნების თანაავტორი: "Basic Aspects of the Abkhazians Living in Ajaria", "Основные аспекты идентности абхазов, живущих в Аджарии". 2019 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის ეგიდით გამოცემული წიგნის „ქართული ლიტერატურა აფხაზურ ენაზე“ ერთ-ერთი შემდგენელი. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში 2021 წელს გამოცემული მონოგრაფიის „აფხაზური ენა: წარსული, აწმყო და... (სოციოლინგვისტური და ეკოლინგვისტური ანალიზი)“ თანაავტორი. ავტორია 2021 წელს გამოცემული წიგნისა „საქართველოს ენობრივი სიტუაცია XX საუკუნის 20-იან წლებში“, რომელიც დაიბეჭდა აფხაზეთის ა.რ. განათლებისა და კულტურის სამინისტროს „აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსებით. აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში. არის 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი.