
პირველ ნაწილში ისტორიულ და საარქივო მასალებზე დაყრდნობით გაანალიზებულია აფხაზური ენის ეკოლოგიური მდგომარეობის, ფუნქციონირების ტერიტორიისა და გამოყენების სფეროების კატასტროფული ცვლის მიზეზები რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის ენობრივი პოლიტიკის კონტექსტში; ნაჩვენებია, თუ რა რადიკალური ეკოლოგიური გარდაქმნები მოხდა ამ ენის ფონოლოგიურ და გრამატიკულ სტრუქტურაში, განსაკუთრებით კი ლექსიკაში.