.

თვლის მაგისტრალური ხაზების განვითარება
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2015
ავტორი (ები): ჯემალ ჯინჯიხაძე,
გამომცემლობა: უნივერსალი
2634
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია
 

მსოფლიო ენებში
თვლის
მაგისტრალური ხაზების განვითარება
და რიცხვით სახელთა წარმოშობის სათავეები

წიგნში შესწავლილია და გაანალიზებული მსოფლიო ენებში თვლის განვითარების ორი ძირითადი გზა. გამოკვლეულია და გამოვლენილი ათობითობისა და ექვსობითობის როლი და ადგილი ამ განვითარებაში. ნაშრომში მსოფლიო ენების სათანადო მასალის ანალიზის შედეგად გამოვლენილი თვლის განვითარების ზოგადი კანონზომიერებების საფუძველზე წამოყენებულია და დასაბუთებული ახალი ჰიპოთეზა ქართველური რიცხვითი სახე-ლების ეტიმოლოგიის შესახებ.

დაწვრილებით
 

წიგნში, თვლის განვითარების საკითხისადმი ახალი მიდგომის საფუძველზე, გაშუქებულია დღემდე ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი მრავალი აქტუალური საკითხი, რომელთა კვლევის ისტორია თხუთმეტ საუკუნეზე მეტს ითვლის.

წიგნი მიეკუთვნება როგორც ლინგვისტიკის (ტიპოლოგიური ნუმერალისტიკის), ისე უძველესი მათემატიკის ისტორიის სფეროს და განკუთვნილია თვლის სისტემების წარმოშობისა და რიცხვითი სახელების ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთათვის.

პარამეტრები

  • განთავსებულია: ივნ 6, 2019
  • ISBN-13: 978-9941-22-534-5
  • გამომცემლობა: უნივერსალი
  • ენა: Geo
  • გვერდები: 203
  • ნახვები: 2634
  • შეფასება: 5.0

წიგნის ავტორი(ები)