.

ინტერპერსონალური კომუნიკაცია: მომსახურების სფერო
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2010
7066
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(3 შეფასება)
ანოტაცია
 

     ეს სახელმძღვანელო ძირითადად მომსახურების სფეროს მუშაკებისთვის არის განკუთვნილი; კონკრეტულად კი, ისეთი პროფესიების წარმომადგენლებისთვის, როგორიცაა გამყიდველ-კონსულტანტი, მოლარე-ოპერატორი, მიმტანი, ბარმენი, სტილისტი და ა.შ. თუმცა, სახელმძღვანელოს გამოყენება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ განსხვავებული ინტერესების, კულტურის, ასაკისა თუ ეროვნების ადამიანებთან ურთიერთობა. ეს დიდ ძალისხმევასა და მოქნილობას მოითხოვს და ცხადია, კომუნიკაციის უნარების ფლობას მათთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

დაწვრილებით
 

     წიგნის მიზანია მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს კომუნიკაციის შესახებ, დაეხმაროს გააცნობიერონ კომუნიკაცის საკუთარი სტილის ძლიერი და სუსტი მხარეები და რაც მთავარია, გააუმჯობესონ კომუნიკაციის უნარები. სახელმძღვანელო 5 თავისგან შედგება: კომუნიკაცია და მისი მნიშვნელობა მომსახურების სფეროს პროფესიებისთვის, ვერბალური კომუნიკაცია, არავერბალური კომუნიკაცია, კონფლიქტების მართვა და საქმიანი ურთიერთობების წარმართვა.
    თითოეულ თავში მოცემულია საკითხის მოკლე თეორიული მიმოხილვა, ტერმინთა განმარტება, სხვადასხვა სფეროდან ამოკრეფილი მაგალითები და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებისთვის საჭირო კონკრეტული რჩევები თუ რეკომენდაციები.
     სახელმძღვანელოს თან ერთვის გამოყენებული ლიტერატურის სია და ტერმინთა ლექსიკონი, სადაც თავმოყრილია სახელმძღვანელოში გამოყენებულ ტერმინთა მოკლე განმარტებები. ვიმედოვნებთ, რომ დაინტერესებული პირები წარმატებით გამოიყენებენ სახელმძღვანელოში მოცემულ ინფორმაციას და რჩევებს, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე პირად ურთიერთობებში.

პარამეტრები

წიგნის ავტორი(ები)