.

ზოგადი დედამიწისმცოდნეობა
Тип Ресурса: Эл-Книга
Год Издании: 2020
2143
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
Аннотация
 

დედამიწისმცოდნეობა დამწყები გეოგრაფოსების აზროვნებაში საკმაოდ ფართო ინფორმაციის დაგროვების, გეოგრაფიული კანონების აღქმის, გეოგრაფიის ალფასა და ომეგას შეცნობის წინაპირობაა. წინამდებარე სახელმძღვანელოს მთავარი ამოცანა ფიზიკური გეოგრაფიის შესწავლის ობიექტის – გეოგრაფიული [ლანდშაფტური] გარსის [სისტემის] კომპონენტების ერთიან-მთლიანობაში წარმოდგენაა.

Подробности
 

სახელმძღვანელოს შემუშავებას წინ უძღვის ავტორის მიერ გამოცემული და უფრო ადრინდელი სახელმძღვანელოების გადამუშავება აწინდელ მოთხოვნილებათა შესაბამისად. მისი შინაარსი ემთხვევა გეოგრაფიის სასწავლო საბაკალავრო პროგრამას და მოიცავს ცოდნას გეოგრაფიული მეცნიერების ისტორიის, გეოგრაფიული გარსის [სისტემის] შედგენილობისა [სტრუქტურის] და დედამიწის გეოსფეროების [ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს, ლითოსფეროსა და ბიოსფეროს] წარმოშობის, განვითარების, დინამიკის, თანამედროვე მდგომარეობისა და პროგნოზის შესახებ.

სახელმძღვანელო განკუთვნილია გეოგრაფიის სპეციალობის ბაკალავრიატის დონის სტუდენტებისათვის. უნივერსიტეტების გეოგრაფიული სპეციალობის სტუდენტების გარდა ის შეიძლება გამოიყენოს საშუალო განათლების გეოგრაფიის პედაგოგებმა, სპეციალისტებმა, ბუნებისმეტყველებით დაინტერესებულმა ფართო საზოგადოებამ.

Характеристики

Автор(ы) Книг

Рекомендации