
1 - წიგნი
საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო „ტექსტის ლინგვისტიკა“ მოიცავს ტექსტის სტრუქტურული და ფუნქციური მახასიათებლების კვლევასთან დაკავშირებულ საკითხთა კომპლექსს. ტექსტის არსისა და სტრუქტურის განსაზღვრა მასში წარმოდგენილია თანამედროვე ლინგვისტური აზროვნების ფუნდამენტურ წყაროებზე – ენობრივი ნიშნის თეორიაზე, ენობრივი სისტემის დონეებრივ მოდელზე და კომუნიკაციის თეორიაზე – დაყრდნობით.
სახელმძღვანელო განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, რომლებიც გადიან ტექსტის ლინგვისტიკის და ტექსტის ანალიზის სალექციო კურსებს.