ნინო თევდორაძემ 1995 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი. 1998 წელს კი – ასპირანტურა სპეციალობით – ფილოლოგია, გერმანიკული ენები. 2003 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო (სადოქტორო) დისერტაცია თემაზე: ”ცნობიერების ნაკადი, როგორც ენობრივ-კულტურული ფენომენი და მისი ლინგვოსემიოტიკური სტრუქტურა”. 1996-2004 წლებში მუშაობდა ი.ჭავჭავაძის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრაზე ინგლისური ენის მასწავლებლად. 2004-2006 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის დოცენტი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანგლისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორია 2008 წლიდან. ძირითადი კვლევითი საკითხებია: ტექსტის ლინგვისტიკა; მხატვრული დისკურსი. გამოქვეყნებული აქვს 4 წიგნი და 11 სამეცნიერო ნაშრომი.