
საველე პრაქტიკა გეოგრაფიაში (ფიზიკური)
გეოგრაფიის სპეციალობის სტუდენტების სწავლა/სწავლების პროცესის წარმართვა ორგანულად უკავშირდება ბუნება-საზოგადოების ურთიერთობათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სრულყოფილ აღქმას, ბუნებრივი გარემოს თანამედროვე პრობლემების გადაჭრის ღონისძიებების შემუშავებასა და, აქედან გამომდინარე, გარემოდაცვითი საქმიანობის მაღალი დონის გააზრებასა და გათავისებას. ამ რთული ამოცანების გადაწყვეტის მომზადების საქმეში დიდი როლი ფიზიკურ-გეოგრაფიული საველე კომპლექსური პრაქტიკების ჩატარებას ენიჭება. მისი ჩატარებისათვის მზადება იწყება ჯერ კიდევ, სწავლების საწყის (I-IV სემესტრები) ეტაპზე, როცა სტუდენტების მიერ მოსმენილია ლექციების კურსები შემდეგ დისციპლინებზე: დედამიწისმცოდნეობა, ტოპოგრაფია, ჰიდროლოგია, მეტეოროლოგია, გეოლოგია და სხვ. ამ დისციპლინების ძირითდი საკითხების შესახებ ლექციები სტუდენტებს აძლევს იმ ცოდნას, რაც მათ გონებაში აღძრავს ბუნებრივი გარემოს რიგი პარამეტრების გაზომვისა და მათ შორის ორგანული კავშირების დადგენის მიზანშეწონილობას.