.

საქართველოს რელიეფის ტიპები
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 2020
2853
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(2 შეფასება)
Annotation
 

წინამდებარე სახელმძღვანელო „საქართველოს რელიეფის ტიპები“ შედგენილია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის გეოგრაფიის მიმართულების (დეპარტამენტი) საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული კურიკულუმის შესაბამისი დისციპლინის „საქართველოს რელიეფი“ სასწავლო პროცესის შერულების საჭიროებისათვის.

ნაშრომი მოიცავს მხოლოდ საქართველოს რელიეფის ტიპების (ტექტოგენური, ვულკანური, ეგზოტექტონიკური, გრავიტაციული, პეტროგენული, ეროზიული და ფლუვიო-აკუმულაციური, მდინარეული და ზღვიური ტერასები, კარსტული და ფსევდოკარსტული, მყინვარული და პერიგლაციალური, წყალქვეშა ფერდობისა და სანაპიროების, ბუნებრივ-კატასტროფული, ანთროპოგენური) დეტალური ანალიზი.

Additional Information
 

საქართველოს რელიეფის კურსის ყოველმხრივი ათვისება მოიცავს როგორც მის რეგიონული შინაარსის, ისე რელიეფის ფორმებისა და ტიპების შესახებ ამომწურავი მასალის მკითხველისადმი მიწოდებას. პირველი ნაწილი დეტალურად გაიხილება რ. გობეჯიშვილის მიერ შედგენილ მონოგრაფიაში - საქართველოს რელიეფი, ხოლო მეორე - წარმოდგენილია წინამდებარე სახელმძღვანელოს სახით.

წიგნი შედგენილია მოქმედი სილაბუსის შესაბამისად. ნაშრომში მოტანილი ილუსტრაციის ნაწილი ავტორს ეკუთვნის, მასალა აღებულია ასევე ინტერნეტ-წყაროებიდან.

Specifications

Recommendations