.

ქართველთა სავანეები და სამონასტრო თემი წმინდა მიწაზე XI-XVIII საუკუნეებში
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2018
ავტორი (ები): გოჩა ჯაფარიძე,
გამომცემლობა: თბილისი
1280
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია
 

ქართველთა სავანეები და სამონასტრო თემი
წმინდა მიწაზე XI-XVIII საუკუნეებში

წმინდა მიწაზე ქართული სამონასტრო თემის შესწავლას ხანგრძლივი ისტორია აქვს. საამისოდ მკვლევრები დიდი ხნის მანძილზე იყენებდნენ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებს, ნარატიულ წყაროებს ქართულ, სომხურ, რუსულ, და დასავლეთ ევროპულ ენებზე. უკანასკნელ ხანებში სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება XIII-XVI საუკუნეების მამლუქთა ეპოქისა და XVI-XVII საუკუნეების ოსმალთა პერიოდის არაბულ დოკუმენტურ წყაროებს, რომლებიც ინახება სხვადასხვა წიგნთსაცავ- ში, სინას მთაზე — წმინდა ეკატერინეს მონასტერსა და იერუსალიმში. წინამდებარე ნაშრომში შესწავლილი და გაანალიზებულია ამ წიგნთსაცავებში დაცული ის არაბული დოკუმენტური წყაროები, რომლებიც ეხება წმინდა მიწაზე (პალესტინაში) ქართველთა სავანეებისა და სამონასტრო თემის ისტორიას XI-XVII საუკუნეებში. ნაშრომის სიახლეს წარმოადგენს XIII-XVI საუკუნეების 32 არაბული დოკუმენტის (ეგვიპტის სულტნებისა და დიდმოხელეთა ბრძანებულებები, სასამართლო ოქმები და სხვ.) ტექსტის პუბლიკაცია ქართული თარგმანითა და კომენტარებით.

დაწვრილებით
 

არაბული დოკუმენტების საკმაოდ სპეციფიკური და სხვადასხვა მდივნის მიერ სხვადასხვა ხელით დაწერილი ტექსტის წაკითხვა-კომენტირებამ და საკვლევი პრობლემის მონოგრაფიულმა შესწავლამ მოითხოვა საკმაოდ ვრცელი ქართული, არაბული და ევროპული ნარატიული წყაროებისა (საისტორიო ხასიათის თხზულებები — მატიანეები, ქრონიკები) და უახლესი დასავლური გამოკვლევების (მათი დიდი ნაწილი არაა გათვალისწინებული ქართველი მკვლევრების მიერ) შესწავლა. ეს, შეიძლება ითქვას, წარმოადგენს ახალ ეტაპს წმინდა მიწაზე ქართული სამონასტრო თემის ისტორიის შესწავლის საქმეში.

თემა აქტუალურია საზღვარგარეთ ქართული მატერიალურ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის თვალსაზრისით.

ნაშრომი განკუთვნილია წმინდა მიწის ისტორიის მკვლევართათვის, ისტორიკოსების, აღმოსავლეთმცოდნეებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.

პარამეტრები

  • განთავსებულია: ივლ 24, 2022
  • ISBN-13: 97788--9999414-12-52-54-2472-77-
  • გამომცემლობა: თბილისი
  • ენა: Geo
  • გვერდები: 364
  • ნახვები: 1280
  • შეფასება: 5.0

წიგნის ავტორი(ები)