გოჩა ჯაფარიძე
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1964 წელს.
1968-დან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი და წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი; 1979-1983 წწ. დამასკოში (სირიის არაბთა რესპუბლიკა) სსრკ კულტურის ცენტრის დირექტორი; 1991-1998 წწ. თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის პრორექტორი; 1995-1998წწ. და 2004-2007წწ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ახალი და უახლესი და შუა საუკუნეების განყოფილებების გამგე; 1998-2004წწ. საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში; 2005-2007წწ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და ჰუმანიტარული ფაკულტეტების დეკანი, სრული პროფესორი; 2007-2008წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითსა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, კატარი, ომანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები), ხოლო 2009-2010წწ. ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში. არის ავტორი მონოგრაფიებისა: "ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან IX-XIX სს." (1973), “საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის I მესამედში" (1995), "ახალი მასალები XVII ს-ის ეგვიპტის ეპიგრაფიკისათვის" (თანაავტორი ა. სილაგაძე, 2002); სტატიების კრებულისა -"ძიებანი საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში"(2012); ხელმძღვანელი და ერთ-ერთი ძირითადი ავტორი წიგნისა "ისლამი. ენციკლოპედიური ცნობარი" (1999); სცენარის ავტორი ფილმებისა "სირია ქართველების თვალით" (რეჟ. გ. ბარნოვი) და "ქართველი მამლუქები ეგვიპტეში" (რეჟ. მ. კოკოჩაშვილი). სადოქტორო დისერტაციის თემა – "საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის I მესამედში, დაიცვა 1994 წელს.