.

ქართული პოსტმოდერნისტული პროზა
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2024
ავტორი (ები): მარინე ტურავა,
გამომცემლობა: მერიდიანი
49
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია
 

ქართული პოსტმოდერნისტული პროზა (რაკურსი, ქვეტექსტი) 

თანამედროვე ქართული რომანი/მოთხრობა/ნოველა, ზოგადად, პროზაული ტექსტი, მთლიანად დაუკავშირდა პოსტმოდერნიზმს. თუ ზოგიერთ ავტორთან ამ ლიტერატურული მიმართულების კლასიკური ნიშნები უგულებელყოფილია, აქტუალურია პოსტმოდერნის, როგორც ეპოქის, მახასიათებლები. ლიტერატურული ტრადიცია აი- ძულებდა კლასიკური ეპოქის მწერალს ამბავიცა და გმირის ბედისწერაც ბოლომდე აღეწერა/დაესრულებინა, არ დაეტოვებინა კითხვები, გამოცანები ამასთან დაკავშირებით.

დაწვრილებით
 

ამგვარი დამოკიდებულება იმდენ ხანს იყო ნორმატიული, რომ მკითხველი დღესაც იმავეს ელის, ხშირად აღიზიანებს კიდეც ავტორისეული მინიშნებები, გაურკვევლობა. არადა, პოსტმოდერნის უმთავრეს ნიშნად იქცა სწორედ დაუსრულებელი სიუჟეტური ხაზები, ობერტონები, ორმაგი კოდები, ღია, ზოგჯერ ორმაგი ფინალი, მკითხველის აქტიური ჩართულობა ტექსტში. ცხოვრებაში ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი, ამბავი კი დაუსრულებელია, რაც ლიტერატურაში სრულიად ბუნებრივად აირეკლება. მკითხველს, ჩანს, ტექსტში მაინც სჭირდება სიცხადე, გარკვეულობა, ამანაც გამოიწვია დოკუმენტური პროზის, ე.წ. „ნონფიქშენის“ (არა- შეთხზულის) მოდურობა თანამედროვე სამყაროში, თუმცა მაინც უწევს შეჩვევა ნახევარტონებთან, წერტილის დაუსმელობასთან.

პარამეტრები

  • განთავსებულია: იან 23, 2025
  • ISBN-13: 978-9941-34-574-6
  • გამომცემლობა: მერიდიანი
  • ენა: Geo
  • გვერდები: 156
  • ნახვები: 49
  • შეფასება: 5.0

წიგნის ავტორი(ები)