
ქართული პოსტმოდერნისტული პროზა (რაკურსი, ქვეტექსტი)
თანამედროვე ქართული რომანი/მოთხრობა/ნოველა, ზოგადად, პროზაული ტექსტი, მთლიანად დაუკავშირდა პოსტმოდერნიზმს. თუ ზოგიერთ ავტორთან ამ ლიტერატურული მიმართულების კლასიკური ნიშნები უგულებელყოფილია, აქტუალურია პოსტმოდერნის, როგორც ეპოქის, მახასიათებლები. ლიტერატურული ტრადიცია აი- ძულებდა კლასიკური ეპოქის მწერალს ამბავიცა და გმირის ბედისწერაც ბოლომდე აღეწერა/დაესრულებინა, არ დაეტოვებინა კითხვები, გამოცანები ამასთან დაკავშირებით.