.

ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2013
გამომცემლობა: უნივერსალი
ჟანრი: ფილოსოფია
7359
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
4.8
(4 შეფასება)
ანოტაცია
 

პიველი ტომი მოიცავს ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიას IV-XII საუკუნეებში. მასში ქართველ მოაზროვნეებთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი აქვთ დათმობილი იმ ფილოსოფოსებსა და ღვთისმეტყველებს (პლატონი, არისტოტელე, პლოტინე, პროკლე, ფსევდო-დიონისე არეოპაგელი, მაქსიმე აღმსარებელი, იოანე დამასკელი), რომელთა თვალსაზრისებსაც დიდი გავლენა ჰქონდა განსახილველი პერიოდის ქართულ ფილოსოფიურსა და მსოფლმხედველობრივ აზრზე; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნეოპლატონიზმს, როგორც ქართული ფილოსოფიური აზრის მიმართულების განმსაზღვრელს მის ადრეულ პერიოდში.

მეორე ტომში განხილულია ფილოსოფიური აზრი XIII-XVIII საუკუნეების საქართველოში. ნაშრომში ხაზგასმულია იმ მძიმე სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელიც თითქმის ექვს საუკუნეს გრძელდებოდა საქართველოში და რამაც დიდად შეაფერხა ქართული კულტურის, მათ შორის, ფილოსოფიისა და ფილოსოფიური აზრის განვითარება.

მესამე ტომი ეძღვნება XIX საუკუნის ქართულ ფილოსოფიას. ტომი ძირითადად თემატურ პრინციპზეა აგებული. გამოკვეთილია შემდეგი ძირითადი თემები: ქართული ფილოსოფია XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე, რელიგიურ-ფილოსოფიური საკითხები და თეორიული ფილოსოფია, ფილოსოფიური იდეები ქართულ რომანტიზმში, ეთიკური და ესთეტიკური შეხედულებები, ფილოსოფიური ელემენტები პედაგოგიურ მოძღვრებებში, სოციალურპოლიტიკური და სოციოლოგიური შეხედულებები, ფილოსოფიური ურთიერთობები. ცალკეა განხილული ს. დოდაშვილის, გ. ქიქოძის, ი. ჭავ- ჭავაძისა და ი. გოგებაშვილის მსოფლმხედველობანი.

მეოთხე ტომი მოიცავს სააზროვნო ვითარებას XX ს-ის საქართველოში და მასში წარმოდგენილია ფილოსოფიის ყველა ის დარგი და ცალკეული პრობლემა, რომელთა კვლევა-ძიება საქართველოში ძირითადად XX ს-ში დაიწყო.

ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია
ოთხტომეული

ტომი 01 ტომი 02
ტომი 03 ტომი 04

 

 

დაწვრილებით
 
ტომი 1 ტომი 2 ტომი 3 ტომი 4

პარამეტრები

წიგნის ავტორი(ები)