მიხეილ მახარაძე
დაბადების თარიღი: 13 ნოემბერი, 1946
კატეგორია: ფილოსოფოსი
ბიოგრაფია:
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1970 წელს.
1970-2006წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტის უმცროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი და განყოფილების ხელმძღვანელი. არის ავტორი 100–მდე სამეცნიერო ნაშრომის, 500–ზე მეტი წერილის, პუბლიცისტური კრებულების და თარგმანებისა, მათ შორის: "არეოპაგიტიკის ფილოსოფიური წყაროები"(1983); "წერილები ქართულ ფილოსოფიაზე"(1988); "философское содержание ареопагитики"(1991); "ძიებანი ქართული ფილოსოფიის ისტორიაში"(1999); "რენესანსი, ჰუმანიზმი და ქართული რენესანსის საკითხები"(2009).
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, თავმჯდომარე (2004-2012)
- ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე (2007-)
- საქართველოს მე–6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-)
- საქართველოს მე–8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-)
- საქართველოს მე–8 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი, წევრი (2012-)
- საქართველოს მე–8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2012-)
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1993-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2012 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
- 2007 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
- 2005 - შალვა ნუცუბიძის სახელობის პრემია
- 2004 - ღირსების ორდენი
- 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია