
პოლიმერანალოგიური გარდაქმნები
უკანასკნელი ორმოცდაათი წლის განმავლობაში ჰიდროსილილირება იყო ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური და გავრცელებული მეთოდი სილიციუმორგანული და სილიციუმის შემცველი ნაერთების ლაბორატორიული და სამრეწველო სინთეზისათვის. წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს მონოგრაფიას, რომელსაც საფუძვლად დაედო როგორც ავტორების, ასევე თსუ მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრის თანამშრომელთა და დოქტორანტების სამეცნიერო კვლევის შედეგები, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის შესაბამისი დარგის სპეციალისტთა და უცხოელ მეცნიერთა მიღწევები აღნიშნულ დარგში. ამ წიგნის მიზანია ჰიდროსილილირებისა და დეჰიდროკონდენსაციის სფეროში სადღეისოდ არსებული მდგომარეობის ყოვლმხრივი შესწავლა.