
ნანა ფირცხელიანი, სსუ ასისტენტ-პროფესორი
კატეგორია: ქიმიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი
დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი
1997 წ. დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ქიმიის მიმართულებით; 2003 წელს დაიცვა დისერტაცია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიენიჭა ქიმიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2011-2012წწ. შ.პ.ს. “ტაბ-ფარმა”-ს მიერ ორგანიზებული სალექციო-პრაქტიკული კურსი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ბაზაზე (სერთიფიკატი #28). სამუშაო გამოცდილება: 2002-2006 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ სოხუმის ფილიალის ორგანული ქიმიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, 2003-2006წწ. ქიმიის მიმართულების პედაგოგი, 2006-2008წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი, 2008-2009 წწ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის მიმართულების მოწვეული პედაგოგი, 2009-2021წწ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე ფარმაციისა და ქიმიის მიმართულების ლაბორანტად და მოწვეულ პედაგოგად, 2021 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი. სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულება: ორგანული ქიმია და მაკრომოლეკულების ქიმია-ახალი ტიპის ოლიგომერების და პოლიმერების მიღება სინთეზის სხვადასხვა მეთოდების საშუალებით, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მაკრომოლეკულური მოდიფიკაციის რეაქციების განხორციელება და მის ბაზაზე ახალი ტიპის პოლიმერების მიღება. ასევე, მიღებული ნაერთების თვისებების შესწავლა და პრაქტიკაში მათი გამოყენების გზების ძიება.მიმდინარეობს სამუშაოები სხვადასხვა დიზაინის მქონე სილოქსანური, სილილენური, კარბოსილანური და ორგანო-არაორგანული მონომერების და პოლიმერების სინთეზის მიმართულებით. გამოქვეყნებული მაქვს 57 ნაშრომი. ვარ საქართველოს ქიმიური საზოგადოების წევრი.