.

პოლიმერანალოგიური გარდაქმნები
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 2025
106
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
Annotation
 

პოლიმერანალოგიური გარდაქმნები 

უკანასკნელი ორმოცდაათი წლის განმავლობაში ჰიდროსილილირება იყო ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური და გავრცელებული მეთოდი სილიციუმორგანული და სილიციუმის შემცველი ნაერთების ლაბორატორიული და სამრეწველო სინთეზისათვის. წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს მონოგრაფიას, რომელსაც საფუძვლად დაედო როგორც ავტორების, ასევე თსუ მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრის თანამშრომელთა და დოქტორანტების სამეცნიერო კვლევის შედეგები, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის შესაბამისი დარგის სპეციალისტთა და უცხოელ მეცნიერთა მიღწევები აღნიშნულ დარგში. ამ წიგნის მიზანია ჰიდროსილილირებისა და დეჰიდროკონდენსაციის სფეროში სადღეისოდ არსებული მდგომარეობის ყოვლმხრივი შესწავლა.

Additional Information
 

გამოქვეყნებული ლიტერატურის დეტალური მიმოხილვა ავტორებს საშუალებას აძლევს განიხილონ აღნიშნული პროცესების უახლესი ასპექტები და გამოიკვლიონ რეაქციების მექანიზმები კატალიზატორთა თანაობისას. წარმოდგენილია ახალი კატალიზური მიმართულებები რეაქციათა წარმართვისათვის ისეთ ოპტიმალურ პირობებში, რომლებიც აუცილებელია სილიციუმორგანული ნაერთების ეფექტური სინთეზისთვის. მონოგრაფიაში ნაჩვენებია ჰიდროსილილირების გამოყენების ფართო განვითარება ორგანულ და ასიმეტრიულ სინთეზში, ასევე პოლიმერებისა და მასალების მეცნიერებაში. ნაშრომში წარმოჩენილია უჯერი ბმების შემცველი მონომერული და პოლიმერული ნაერთების გამოყენების ფართო შესაძლებლობა ყოფაცხოვრებასა და სამრეწველო მასალებში.

ავტორები განსაკუთრებით აღნიშნავენ თსუ მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრის ყოფილი გამგის, პროფესორ ომარ მუკბანიანის დიდ წვლილს საქართველოში პოლიმერების ქიმიის აღნიშნული მიმართულების განვითარების საქმეში. ო. მუკბანიანის ნაშრომთა მნიშვნელოვანი ნაწილი გაანალიზებულია წინამდებარე ნაშრომში.

წიგნი საინტერესო იქნება როგორც დამხმარე სახელმძღვანელო აღნიშნულ დარგში მომუშავე დოქტორანტების, მეცნიერ-თანამშრომლებისა და ქიმიკოს-ტექნოლოგებისათვის.

Specifications

Recommendations