.

ლიპიდების ქიმია და ბიოქიმია
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2011
ავტორი (ები): ნელი სიდამონიძე,
გამომცემლობა: თ.ს.უ გამომცემლობა
5219
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია
 

ბიოლოგიური ქიმია წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან დისციპლინას, რომელიც შეისწავლის მცენარეთა და ცხოველთა ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ გარდაქმნებს. ამისათვის აუცილებელია ლიპიდების, ნახშირწყლების, ჰორმონების ფერმენტების და ა.შ საფუძვლიანი ცოდნა.

სახელმძღვანელოში განხილულია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაკრომოლეკულის - ლიპიდების ცალკეული წარმომადგენლების სტრუქტურა, სტერეოქიმია, ნომენკლატურა, ქიმიური სინთეზი და უმაღლესი რიგის ცხიმოვანი მჟავების წარმოქმნის მექანიზმი კოფერმენტების მონაწილეობით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლიპიდების ბიოსინთეზს და ბიოქიმიურ რეაქციებში მათი მონაწილეობის მექანიზმების განხილვას, ლიპიდების მეტაბოლიზმს. თანამედროვე მონაცემები წარმოდგენილია სამედიცინო კორელაციებით. მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ლიპიდების კვლევის კლასიკურ თუ თანამედროვე მეთოდების განხილვას (ქრომატოგრაფია, სპექტროსკოპიული, რენტგენოსტრუქტურული ანალიზი და ა. შ.) და თანამედროვე სამედიცინო ლაბორატორიებში გამოყენებულ დიაგნოსტიკურ მეთოდებს. მოწოდებული მასალა გამდიდრებულია საკონტროლო კითხვებით და სავარჯიშოებით, რაც მნიშვნელოვანია სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა ცოდნის გასაღრმავებლად, სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების წარმართვისათვის.

განკუთვნილია ქიმიის, ბიოლოგიის, ასევე ბიოლოგიური ქიმიის სპეციალობის და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

სახელმძღვანელო შედგენილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და უცხოეთის უნივერსიტეტების ბაზაზე არსებული პროგრამების (სილაბუსი) და ლიტერატურის გამოყენებით.

 

პარამეტრები

წიგნის ავტორი(ები)