გზამკვლევი განკუთვნილია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლების, მასწავლებ-ლების, ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისა და ინკლუზიური პროფესიული განათლების საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის. გზამკვლევი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს მასწავლებლებსა და სხვა სპეციალისტებს გააცნოს ის გზები, რაც მათ დაეხმარება ნებისმიერი საჭიროების მქონე სტუდენტის სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვასა და წარმართვის ხელშეწყობაში, წარმოქმნილ სირთულეებთან გამკლავებაში.