საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) საქართველოს მთავრობის წევრია. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 2017 წლის 13 ნოემბრდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრია მიხეილ ჩხენკელი.
საქართველოს განათლების სამინისტრო პირველად წარმოიშვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაში. პირველი მინისტრი იყო 1918-1920 წწ. გიორგი ლასხიშვილი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეწოდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატი, პირველი კომისარი იყო დავით კანდელაკი. შემდგომ განათლების სახალხო კომისარიატს ეწოდა საქართველოს სსრ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტრო. 1990 წლიდან საქართველოს განათლების სამინისტროს მინისტრი იყო ლია ანდღულაძე.