.

იბერიულ-იჩქერიულ ენათა შედარებითი გრამატიკა
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2007
ავტორი (ები): მერაბ ჩუხუა,
გამომცემლობა: თბილისი
3152
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(2 შეფასება)
ანოტაცია
 

ერთი ჯგუფის ენათა ფონოლოგიური სისტემისა და ძირეული ლექსიკის რეკონსტრუქცია და გენეზისურად მონათესავე მეორე ჯგუფის ენათა ფუძე-ენის ანალოგიურ მონაცემებთან ერთად მათი ისტორიულ-შედარებითი ანალიზი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ენათა გენეალოგიური კლასიფიკაციის, ენობრივი უნივერსალიებისა და ენის ისტორიის თვალსაზრისით.

წინამდებარე გამოკვლევა წარმოადგენს ლინგვისტურ კავკასიოლოგიაში ისტორიულ-შედარებითი გრამატიკის შექმნის პირველ სერიოზულ ცდას; იგი ეძღვნება საერთოიბერიულ-კავკასიური ფუძე-ენიდან მომდინარე (Resp. გენეტიკურად ურთიერთმონათესავე) ქართველური და ნახური ენების ფონოლოგიური სისტემებისა და საერთო ლექსიკური ფონდის ძირ-ფუძეთა სტრუქტურული მოდელების რეკონსტრუქციას.

დაწვრილებით
 

მიღებული კვლევის შედეგები გამოადგებათ ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების პრობლემატიკით დაინტერესებულ პირთ, პროტოიბერიული კულტურის ისტორიის სპეციალისტებს, პედაგოგებს - იბერიულ-კავკასიური ენების შედარებითი ფონეტიკისა და შედარებითი ლექსიკის, ენის ისტორიის სათანადო საკითხების სწავლებისას.

მონოგრაფია ერთ-ერთ ძირითად სახელმძღვანელოდ ასევე განკუთვნილია ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის კავკასიოლოგიური მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

პარამეტრები

  • განთავსებულია: ივლ 16, 2018
  • გამომცემლობა: თბილისი
  • ენა: Geo
  • გვერდები: 761
  • ნახვები: 3152
  • შეფასება: 5.0

წიგნის ავტორი(ები)