მერაბ ჩუხუა (დ. 22 თებერვალი, 1964, ზუგდიდი) — ქართველი ფილოლოგი.
1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1986–1993 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, ისტორიულ–ეტიმოლოგიური ლაბორატორიის გამგე; 1990–1991 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მდივანი; 1992–1993 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას საგანგებო პოლიტიკური რწმუნებული საქართველოში; 1994–1995 წლებში ინგუშეთის რესპუბლიკის ქალაქ ნაზრანის სკოლის პედაგოგი; 2003–2006 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ–კავკასიურ ენათა განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი; 2006 წლიდან ქართველურ ენათა განყოფილების გამგე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი; 2008-2012 წლებში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. ავტორია 3 მონოგრაფიის, წიგნების და 100–მდე სტატიისა.
სადოქტორო დისერტაციის თემა — „ბგერათშესატყვისობათა სისტემა ქართველურ-ნახურ ენებში“, დაიცვა 2006 წელს.