
ერთი ჯგუფის ენათა ფონოლოგიური სისტემისა და ძირეული ლექსიკის რეკონსტრუქცია და გენეზისურად მონათესავე მეორე ჯგუფის ენათა ფუძე-ენის ანალოგიურ მონაცემებთან ერთად მათი ისტორიულ-შედარებითი ანალიზი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ენათა გენეალოგიური კლასიფიკაციის, ენობრივი უნივერსალიებისა და ენის ისტორიის თვალსაზრისით.
წინამდებარე გამოკვლევა წარმოადგენს ლინგვისტურ კავკასიოლოგიაში ისტორიულ-შედარებითი გრამატიკის შექმნის პირველ სერიოზულ ცდას; იგი ეძღვნება საერთოიბერიულ-კავკასიური ფუძე-ენიდან მომდინარე (Resp. გენეტიკურად ურთიერთმონათესავე) ქართველური და ნახური ენების ფონოლოგიური სისტემებისა და საერთო ლექსიკური ფონდის ძირ-ფუძეთა სტრუქტურული მოდელების რეკონსტრუქციას.