.

ფსიქოლოგია ქართულ ფოლკლორში
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2014
გამომცემლობა: ივერიონი
5893
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
4.8
(11 შეფასება)
ანოტაცია
 

ფსიქოლოგია ქართულ ფოლკლორში

ცრურწმენები, ზღაპრები და თქმულებები, ანეკდოტები, ანდაზები

წიგნში საუბარია იმ სიბრძნეებზე, რომელიც იკითხება ანდაზებში, ზღაპრებსა და თქმულებებში, ანეკდოტებსა და თვით „ცრურწმენებშიც" კი და რასაც შეიძლება „ფსიქოლოგიამდელი ფსიქოლოგია" ვუწოდოთ.

დაწვრილებით
 

ავტორისაგან

ერთხელ, როცა ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, დედამ მითხრა - მე ფსიქოლოგია არ მისწავლია, მაგრამ შენზე უკეთესი ფსიქოლოგი ვარო.

მეწყინა, მაგრამ რომ დავფიქრდი, მივხვდი - ჩვენს წინაპრებს ადამიანის ფსიქიკის „საიდუმლოები“ ჯერ კიდევ მეცნიერებამდელ პერიოდში სცოდნია და ის რაც დღეს აღმოჩენებად მიგვაჩნია, მხოლოდ „კარგად დავიწყებული ძველი“ ყოფილა; ამგვარად, ფსიქოლოგიამდელ თაობას, ვისაც ქრთული ფოლკლორი შეუსწავ-ლია, შეეძლო „ფსიქოლოგობის“ პრეტენზიაც კი ჰქონოდა.

ამიტომ დამენანა „წყალს გატანებული“ სიბრძნეები, რის შე-სახებაც ახალმა თაობამ ძალიან ცოტა რამ იცის და მათი „გაცოცხლება“ გადავწყვიტე; ახლა, მინდა იმ „ცოდნებზე“ ვისაუბროთ, რაც ჩვენმა წინაპრებმა ზღაპრების, თქმულებების, ანეკდოტების და ანდაზების სახით გვიანდერძა ანუ, რაც „ვიცოდით, მაგრამ არ ვიცოდით, რომ ვიცოდით“.

ამ ნარკვევების დაწერისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მეცნიერება - დიდი მასწავლებლების მიერ ამოხსნილ საიდუმლოებს გამზადებული სახით გვაწვდის! ფოლკლორი - აზროვნებას გვასწავლის, დაფიქრების სტიმულს გვაძლევს, რათა თავად მივხვდეთ დაფარულ სიბრძნეებს, განვიცადოთ მიხვედრით გამოწვეული სიხარული და პრაქტიკულ ცხოვრებაშიც გმოვიყენოთ.

პარამეტრები

  • განთავსებულია: ოქტ 26, 2017
  • ISBN-13: 978-9941-9398-5-3
  • გამომცემლობა: ივერიონი
  • ენა: Geo
  • გვერდები: 223
  • ნახვები: 5893
  • შეფასება: 4.8

წიგნის ავტორი(ები)