Подробности
 
ავტორისაგან
ერთხელ, როცა ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, დედამ მითხრა - მე ფსიქოლოგია არ მისწავლია, მაგრამ შენზე უკეთესი ფსიქოლოგი ვარო.
მეწყინა, მაგრამ რომ დავფიქრდი, მივხვდი - ჩვენს წინაპრებს ადამიანის ფსიქიკის „საიდუმლოები“ ჯერ კიდევ მეცნიერებამდელ პერიოდში სცოდნია და ის რაც დღეს აღმოჩენებად მიგვაჩნია, მხოლოდ „კარგად დავიწყებული ძველი“ ყოფილა; ამგვარად, ფსიქოლოგიამდელ თაობას, ვისაც ქრთული ფოლკლორი შეუსწავ-ლია, შეეძლო „ფსიქოლოგობის“ პრეტენზიაც კი ჰქონოდა.
ამიტომ დამენანა „წყალს გატანებული“ სიბრძნეები, რის შე-სახებაც ახალმა თაობამ ძალიან ცოტა რამ იცის და მათი „გაცოცხლება“ გადავწყვიტე; ახლა, მინდა იმ „ცოდნებზე“ ვისაუბროთ, რაც ჩვენმა წინაპრებმა ზღაპრების, თქმულებების, ანეკდოტების და ანდაზების სახით გვიანდერძა ანუ, რაც „ვიცოდით, მაგრამ არ ვიცოდით, რომ ვიცოდით“.
ამ ნარკვევების დაწერისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მეცნიერება - დიდი მასწავლებლების მიერ ამოხსნილ საიდუმლოებს გამზადებული სახით გვაწვდის! ფოლკლორი - აზროვნებას გვასწავლის, დაფიქრების სტიმულს გვაძლევს, რათა თავად მივხვდეთ დაფარულ სიბრძნეებს, განვიცადოთ მიხვედრით გამოწვეული სიხარული და პრაქტიკულ ცხოვრებაშიც გმოვიყენოთ.