როზა გაფრინდაშვილის აკადემიური სამეცნიერო საქმიანობით დაინტერესება ფსიქიკური და ეთიკურ-ზნეობრივი პროცესებისადმი ინტერესმა განაპირობა.
1959-1964 წლებში როზამ წითელ დიპლომზე დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ფსიქოლოგიის სპეციალობით. ამავე პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებში;
1968 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ზნეობრივი ქცევის ფსიქოლოგიური საფუძვლები“ და მიენიჭა ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი;
1978 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და პარალელურად ლექციებს კითხულობს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU), ბიზნესის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში - მოწვეული პროფესორის სტატუსით;
როზა გაფრინდაშვილს გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების არაერთი კურსი, მათ შორის: 1971: მოსკოვის ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1976: მინსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2009: სტუ-ს პროფესიული განვითარების ცენტრში, 2015: GTU, TRAINING PROGRAMM IN TEACHING STRATEGIES, 2016: GTU, TRAINING PROGRAMM IN PUBLIC SPEAKING;
როზა გაფრინდაშვილის სალექციო კურსებია:
- ეთიკა;
- ფსიქოლოგია;
- სასამართლო ფსიქოლოგია;
- კონფლიქტის ფსიქოლოგია;
- ვერბალური კომუნიკაციების ფსიქოლოგია;
- რეკლამის ფსიქოლოგია;
- გამოყენებითი ფსიქოლოგია;
- საზოგადოებრივი ურთიერთობები და ეთიკა;
- სოციალური ფსიქოლოგია;
- სამედიცინო ეთიკა;
როზა არაერთი სამეცნიერო ნაშრომის და სახელმძღვანელოს ავტორია, რომელთა შორის აღსანიშნავია შემდეგი წიგნები:
- მორალურისა და ფსიქიკურის ურთიერთობის საკითხისათვის (მონოგრაფია. „საბჭოთა საქართველო“, 120 გვ.).
- „ქართული ტრადიციების კვალდაკვალ“ - „მეცნიერება“ (125 გვ.).
- ალტერნატიული ეთიკა და ფსიქოლოგია, მონოგრაფია, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“, (98 გვ.).
- სოციალური ფსიქოლოგია (მ.ბანძელაძის თანაავტორობით), დამხმარე სახელმძღვანელო (120 გვ).2005.
- ფსიქოლოგია, ლექციების კონსპექტი, „ტექნიკური უნივერსიტეტი“ (98 გვ). 2008
- რეკლამის ფსიქოლოგია, დამხმარე სახელმძღვანელო, (მ. ბანძელაძის თანაავტორობით), „ტექნიკური უნივერსიტეტი“ (100გვ.).2012
- გამოყენებითი ფსიქოლოგია, სახელმძღვანელო, (თანაავტორები: თ. ფანჯიკიძე, ს. ხიზანიშვილი), „ტექნიკური უნივერსიტეტი“,(192 გვ.) 2014
- „ფსიქოლოგია ქართულ ფოლკლორში“; მონოგრაფია, „ივერიონი“, (214 გვ) 2017
- ფსიქოლოგიის ზოგადი საკითხები (სახელმძღვანელო, ავტორთა კოლექტივი, რ. გაფრინდაშვილის რედაქციით), „ტექნიკური უნივერსიტეტი“, (225 გვ.)
როზა გაფრინდაშვილს 2006 წელს მიღებული აქვს ტექნიკური უნივერსიტეტის გრანტი, სტუ-ს სოციოლოგიურ კვლევის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად კვლევისათვის - სახელმწიფოებრივი აზროვნების კვლევა საქართველოს ტექნიკურუ უნივერსიტეტის სტუდენტებში - კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში.
ის აქტიურად მონაწილეობს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობებში. ამავდროულად, არის არაერთი ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორის სამეცნიერო ნაშრომის ხელმძღვანელი.