.

ფემინიზმი კაცებისთვის
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2023
ავტორი (ები): ირინა ტორონჯაძე,
გამომცემლობა: წიგნიერი
2601
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია
 

ფემინიზმი კაცებისთვის

ანოტაცია: თანამედროვე რეალობამ თავდაყირა დააყენა ქალის და კაცის როლები ურთიერთობაში. წიგნი “ფემინიზმი კაცებისთვის” წარმოადგენს ერთგვარ გაიდლაინს, გზამკვლევს, პირველ რიგში ქალებისთვის. ფსიქოლოგიური ნიუანსებით ახსნილი სქესთა ფილოსოფია - მარტივად აღქმად ფორმატში.

შესავალი: რა ეშლებათ ფემინისტებს?!

ახალ სამყაროში რომლის ცენტრშიც ემანსიპირებული ქალია: სამსახურში, ოჯახში, ფილმებში თუ რეკლამებში; სადაც, უბრალოდ, დაგაქანსელებენ მორალურად, ეკონომიკურად, რეალურად, თუ რამე „ისე“ არ თქვი, როგორც საჭიროა; სადაც ქალობა უკვე ნიშნავს იყო სუპერვანდერვუმენი: საჭმელიც აკეთო, ბავშვიც აღზარდო, ძიძასაც უხელმძღვანელო, კარიერაც აიწყო, ტუჩებიც დაიბერო, გამოიკვანწო და ყველაზე სასურველიც იყო. თან ისეთი კაცი გყავდეს გვერდით, რომ თვალებში გიყურებდეს და „ჩმორიც“ არ იყოს, მაგრამ ძალიანაც არ „იკაცოს“- მოკლედ, ტომ კრუზი უნდა იყო კაბაში, სხვაგვარად მისია მართლაც შეუსრულებელი დაგრჩება. ჰოდა, ასეთ სამყაროში, რომელშიც არც ისე უეცრად აღმოვჩნდით, კარგი იქნებოდა, გაიდლაინივით ჰქონოდათ რამე ქალებსაც და კაცებსაც.

მართლა ასე შეიცვალა ქალისა და კაცის როლები? მათი თანაცხოვრების დეტალები? ურთიერთობების ნიუანსები? თუ ეს გარე სისტემისგან შემოთავაზებული ახალი სპექტაკლია, რომელშიც უნებურად გვიწევს ყურყუტი და საკუთარ აზრებად გვასაღებენ იმას, რაც არაბუნებრივი და უაზროა? ასეთ მოსაზრებებსაც აქვთ არსებობის უფლება, თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით.

წიგნის შეძენა შეგიძლიათ:

 

პარამეტრები

  • განთავსებულია: თებ 9, 2023
  • ISBN-13: 978-9941-9835-7-3
  • გამომცემლობა: წიგნიერი
  • ენა: Geo
  • გვერდები: 78
  • ნახვები: 2601
  • შეფასება: 5.0

წიგნის ავტორი(ები)