.

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2012
ავტორი (ები): ლევან გორდეზიანი,
გამომცემლობა: ლოგოსი
4813
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია
 

წიგნის ძირითად ნაწილს წარმოადგენს საენციკლოპედიო სტატიები, რომლებიც ეძღვნება სოციალურ ფენებს, თანამდებობებს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ინსტიტუციებს, ისტორიულ ფიგურებს, რომლებსაც გარკვეული შეხება ჰქონდათ სახელმწიფოებრივ თუ დემოკრატიულ რეფორმებთან. ამას წინ უძღვის სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკური სფეროს შესახებ სამეცნიერო გამოკვლევები, რომლებშიც შედარებულია ბერძნულ-რომაული ანალოგების ფონზე ქართული სახელმწიფოს სტრუქტურებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში განვითარებული დემოკრატიული მიმართულებები, მოდელები და ღირებულებები. ასევე წარმოჩენილია, თუ როგორია ამ ინსტიტუტების დემოკრატიის ხარისხი და რამდენად ორგანულია ისინი ქართული მენტალობისათვის. საყურადღებოა, რომ ამ ენციკლოპედიურ ცნობარში თავმოყრილია დემოკრატიის ჩასახვა-განვითარება-ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მრავალრიცხოვანი ცნება თუ ტერმინი როგორც კლასიკურ ათენსა და რომში, ასევე ფეოდალურ საქართველოში. ნაშრომი საინტერესო იქნება აკადემიური წრეებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, სამოქალაქო სექტორისთვის და აგრეთვე სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

პარამეტრები

  • განთავსებულია: ივნ 24, 2016
  • ISBN-13: 978-9941-437-39-7
  • გამომცემლობა: ლოგოსი
  • ყდა: რბილი
  • ენა: Geo
  • გვერდები: 336
  • ნახვები: 4813
  • შეფასება: 5.0
  • წყარო: Academia Edu

წიგნის ავტორი(ები)