.

ანდრეზები
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2009
ავტორი (ები): ზურაბ კიკნაძე,
გამომცემლობა: ი.ს.უ. გამომცემლობა
4263
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია
 

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის (ფშავ-ხევსურეთი, გუდამაყარ-მთიულეთი, ხევი, თუშეთი) თემები სამართლიანად ითვლება მითოლოგიური ზეპირი ტექსტების გავრცელების ძლიერ არეალად. ისინი აქ ერთიან სისტემას ქმნიან, მათი ადგილი ხალხის ყოფით და სულიერ ცხოვრებაში სრულიად განსაკუთრებული იყო წარსულში და დღესაც არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მოსახლე მთიელებისთვის ეს ტექსტები, რომლებიც ადგილობრივ დიალექტზე ანდრეზებად იწოდება, საერთო წარსულის ხსოვნისა და აწმყოში კონსოლიდაციის ქმედითი საშუალებაა.

დაწვრილებით
 

რა არის ანდრეზი?

ანდრეზი დიალექტური ფორმაა ირანული წარმოშობის სიტყვისა ანდერძი, რომელიც რაიმე სიტყვიერ _ ზეპირ ან წერილობით დანატოვარს ნიშნავს. თუ ანდერძი, რომელსაც მამა, წინაპარი უტოვებს თავის შთამომავლობას, მისი შინაარსის უპირობო შესრულებას მოითხოვს, ასეთივე კატეგორიულია ანდრეზი საყმოსთვის. ანდრეზში გადმოცემული ამბავი სამაგალითოა, ფუძემდებლურია, მასზე დგას საზოგადოების საკულტო თუ საერო ინსტიტუციები, ქცევა, ზნეობა, ფორმალური თუ არაფორმალური ურთიერთობანი, ყველაფერი, რითაც საზოგადოება არსებობს და ფუნქციონირებს, როგორც საზოგადოება, სოციუმი, ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული კრებული.

პარამეტრები

  • განთავსებულია: ოქტ 24, 2018
  • ISBN-13: 978-9941-9035-5-7
  • გამომცემლობა: ი.ს.უ. გამომცემლობა
  • ენა: Geo
  • გვერდები: 408
  • ნახვები: 4263
  • შეფასება: 5.0

წიგნის ავტორი(ები)