
11 - წიგნი
წინამდებარე წიგნით იწყება საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტთათვის გამიზნული დამხმარე სახელმძღვანელოთა ახალი სერიის “ქართულ-აფხაზურ ლინგვოკულტურულ ურთიერთობათა ისტორიის” გამოცემა. წიგნში შევიდა აკაკი წერეთლის კლასიკური პოემის “გამზრდელის” ქართული ტექსტი აფხაზური მხატვრული ლიტერატურის ფუძემდებლის დიმიტრი გულიასეული აფხაზური თარგმანითურთ. წიგნს ერთვის წინასიტყვაობა, აფხაზურ-ქართული და ქართულ-აფხაზური სასწავლო ლექსიკონები. წიგნი გამოადგებათ სტუდენტებს, ქართულ-აფხაზური ლინგვოკულტურული ურთიერთობის სამეცნიერო კვლევის დარგში მომუშავე ენათმეცნიერებს, ლიტერატურათმცოდნეებს, კულტუროლოგებს, აგრეთვე ამ საკითხებით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას.
NULL