.

სპორტი

უცნაური ტრავმები ფეხბურთის ისტორიაში
მარ 11, 2016

უცნაური ტრავმები ფეხბურთის ისტორიაში

     ტრავმა არის ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმის დაზიანება, რომელსაც იწვევს გარე ფაქტორების ზემოქმედება. ტრავმა შეიძლება იყოს მწვავე, ქრონიკული, ყოფითი, საწარმოო, სპორტული, საბრძოლო და სხვა. ტრავმა შეიძლება იყოს ღია და დახურული, გართულებული და გაურთულებელი, იზოლირებული, მრავლობითი და შერწყმული. ტრავმა განსაკუთრებულად აწუხებს სპორტ-ინდუსტრიას. ფეხბურთელები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ტრავმა არ მიიღონ, მაგრამ ხანდახან არის მომენტები, როდესაც ისინი მოულოდნელად ტრავმირდებიან. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ, საფეხბურთო სამყაროს ყველაზე უცნაურ ტრავმების ჩამონათვალს, იმედია მოგეწონებათ...

1. სემიჰ ქაია

თურქული გალათასარაის წარმატებული მცველი, რომელიც ოჯახთან ერთად,  თურქეთის ქალაქ იზმირში ისვენებდა, მას მოულოდნელად თვალში ნაკვერჩხალი ჩაუვარდა და ამის გამო ფეხბურთელმა რამოდენიმე შეხვედრა გამოტოვა.

2. მილან რაფაიჩი

ფეხბურთელს ელოდა რთული წინასასეზონო ვარჯიშები, აქედან გამომდინარე 3 კვირით ადრე, მან ავიაბილეთით თვალის ამოთხრა სცადა, მიღებული ჭრილობის გამო მან 3 თვე დაისვენა.

3. ადილ რემი

ესპანური ვალენსიის წარმატებული ფეხბურთელი ადილ რემი, კლუბმა ყოფილ საფეხბურთო გუნდში, ფრანგულ "ლილიში" საქველმოქმედო აქციისთვის გაანთავისუფლა. ფეხბურთელმა საქველმოქმედო აქციაზე "განგამ სტაილი" იცეკვა, რის შედეგადაც კოჭი დაუზიანდა და 3 თამაში კიდევ გამოტოვა.

4. დევიდ ბექჰემი

სამ ბორბლიანი ველოსიპედით პატარა ბექჰემმა მამას ფეხზე გადაუარა, ამის შედეგად ვარსკვლავ ფეხბურთელმა ფეხზე ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ მატჩში.

5. ალესანდრო ნესტა

იტალიური მილანის წარმატებული ფეხბურთელი ალესანდრო ნესტა, გატაცებული იყო PlayStation თამაშებით. ერთხელ მან მიიღო მარცხენა ხელის თითზე ტრავმა, რის შედეგადაც გაუკეთეს ოპერაცია და ერთი თვის განმავლობაში დაემშვიდობა "ნისლიან ალბიონებს"

6. იბრაჰიმ უზულმეზი

ყოფილი ფეხბურთელი თამაშობდა თურქულ ბეშიქთაშში. მან ყველაზე უცნაური ტრავმა მიიღო აბანოში. მას ფეხი გაუსრიალდა და გაიჭრა აქილევსის მყესი.

7. ჯანლუიჯი ბუფონი

"ევრო - 2000" -ის დაწყებმადე რამოდენიმე დღით ადრე, ბუფონმა აბანოში ფეხის თითი მოიტეხა, აქედან გამომდინარე ტურნირში იტალიის ნაკრების კარს ტოლდო იცავდა.

8. ჯენარო გატუზო

გატუზო იტალიური მილანის ერთ-ერთი ლეგენდა იყო. გამოირჩეოდა ნერვოზით და აგრესიულობით. ერთ-ერთ შეხვედრაში ის შეცვალეს, როდესაც გატუზო ჯდებოდა "ზამენის" სკამზე, ფეხი აუსხლტა და ორ სკამს შორის წაიჩეხა. გატუზოს მაჯის ძვალი მოსტყდა, რის გამოც რამოდენიმე კვირა მილანის მაისური ვერ მოირგო.

9. რიო ფერდინანდი

მას შემდეგ, რაც რიო ფერდინანდი "ლიდსი" -დან "მანჩესტერ იუნაიტედში" 18 მილიონ ფუნტად გაიყიდა, გახდა პრემიერლიგის ისტორიის ყველაზე ძვირადღირებული მცველი. უცნაურია, მაგრამ რეალური ფერდინანდმა ტრავმა მიიღო მაშინ, როდესაც ტელევიზორს უყურებდა.

10. რობი კინი

ინგლისური ტოტენჰემის ყოფილი ბომბარდირი რობი კინი სექსის დროს დაშავდა. მეწყვილესთან ვნება მას ძვირად დაუჯდა და რამოდენიმე კვირის განმავლობაში, მუხლის ტრავმის გამო მწვაზე მოედანს შორიდან უყურებდა.



წყარო:
Intermedia