.

სპორტი

ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს
დეკ 18, 2017

ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს

რუსეთში, კერძოდ სანქტ-პეტერბურგში ორ დღიანი მასტერსი დასრულდა, ქართველებისთვის აღნიშნული ტურნირი ძალიან წარმატებული გამოვიდა და 2017 წელი ჩვენმა ბიჭებმა საზეიმო ნოტაზე დაასრულეს.

პირველ დღეს ტატამზე ორი ქართველი ძიუდოისტი : ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი გამოვიდა, 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა ბრინჯაოს მედალს დაუეფლა, 73 კგ-ში მოასპარეზე ლაშა კი ვერცხლის მედალს.

მეორე დღეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები ერთბაშად სამ ოქროს მედალს დაეუფლნენ, უმაღლესი სინჯის მედალი ბექა ღვინიაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა მოიგეს. ტურნირზე ქართველებიდან ერთადერთი ზებედა რეხვიაშვილი დარჩა უტიტულოდ, რომელიც პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

საბოლოოდ 3 ოქროთი, 1 ვერცხლით და 1 ბრინჯაოთი საქართველმ საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, ჩამორჩა იაპონიის ნაკრებს, მაგრამ უკან ჩამოიტოვა მასპინძელი რუსეთის ნაკრები. ეს გახლავთ ქალებისა და კაცების საერთო რეიტინგი, სწორედ ქალების დამსახურებით გვაჯობა იაპონიის ნაკრებმა, რომელსაც ორი ოქრო მდედრობითი სქესის წარმომადგენლება მოუტანეს.

Score