საზოგადოება
უკრაინის მთავრობამ ლენინის ქუჩის სახელი ლენონით შეცვალა, ხოლო ძეგლი კი დარტ ვეიდერად
უკრაინის ოლქში, იმიერკარპატების სოფელ კალინში, ერთ-ერთ ქუჩას საბჭოთა კავშირის ლიდერის ლენინის სახელი ერქვა. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ქუჩა ბიტლზის წევრის - ჯონ ლენონის სახელის მატარებელი გახდება.
ასევე უკრაინაში მთავრობის კამპანია - დეკომუნიზაცია მიმდინარეობს, რაც საბჭოთა კავშირის დროინდელი სიმბოლოების და სახელების შეცვლას გულისხმობს. კამპანიის ფარგლებში უკვე შეიცვალა 900 ქალაქის და სოფელის დასახელება. გასულ წელს, ოდესაში, ლენინის ძეგლი "ვარსკვლავური ომების" გმირად, დართ ვეიდერად გადააკეთეს. ახალი ქანდაკება დღეს საზეიმოდ გაიხსნა. ის მოქალაქეებისთვის უფასო Wi-Fi-ის წყაროც იქნება. "ქანდაკების შიგნით ბრინჯაოს ლენინი დარჩენილია. ყველაფერი იზრდება, სამყარო იცვლება, ძველი ფიგურებს ახლები ჩაანაცვლებენ, დედამიწა კი ბრუნავს" - აღნიშნა ქანდაკების ავტორმა ალექსანდრე მილოვმა.
წყარო: კარგი ამბების სააგენტო