ინოვაციები
მარ 11, 2016
შვეიცარიაში მცირე ზომის ამანათებს „მფრინავი ფოსტალიონები“ დაარიგებენ
შვეიცარიაში უპილოტო მოწყობილობის ტესტირება დაიწყო, რომელსაც კილოგრამამდე ტვირთის გადატანა ათ კილომეტრში შეუძლია, - იუწყება euronews. შვეიცარიის ფოსტის განცხადებით, მოწყობილობა ძირითადად გამოყენებული იქნება საგანგებო სიტუაციების დროს, ასევე ძნელად მისადგომ დასახლებებში, სადაც აუცილებელია, სასწრაფოდ, მაგალითად, მედიკამენტების მიწოდება. "მფრინავი ფოსტალიონების" გამოცდა ივლისის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო მისი გამოყენება, სავარაუდოდ, 2020 წელს იგეგმება.
წყარო: GeoNews
რეკომენდაციები