.

ინოვაციები

Samsung-მა მსოფლიოში პირველი LED კინოთეატრი გახნსა
ნოე 7, 2017

Samsung-მა მსოფლიოში პირველი LED კინოთეატრი გახნსა

კომპანია Samsung Electornics-მა კორეაში, Lotte Cinema World Tower-ის კინოთეატრში მსოფლიოში პირველი კომერციული LED ეკრანი: Samsung Cinema Screen დააყენა. შუქდიოდური ეკრანს HDR-ის მხარდაჭერა აქვს და ძალიან მაღალი ხარისხის გამოსახულებას იძლევა, ხოლო HARMAN-ის აუდიო ლაბორატორიასთან ერთად მიღწეულ იქნა უფრო რეალისტური ხმა.

„მაღალი გარჩევადობი, რეალისტური ფერთა გადაცემის და იდეალური ხმის წყალობით Cinema Screen LED ეკრანი მაყურებლებს ფილმის მონაწილედ აგრძნობინებს თავს. ჩვენ კმაყოფილი ვართ Lotte Cinema-სთან თანამშრომლობით, რომლებმაც ხელმისაწვდომი გახადეს ეს ტექნოლოგია კინოს მოყვარულებისათვის და ველოდებით ჩვენი გზის გაგრძელებას მომავლის კინოთეატრების განვითარებაში“ – განაცხადა ეს კიმმა, რომელიც Samsung Electronics-ის ვიზუალური ეკრანების დანაყოფს ხელმძღვანელობს.

Samsung Cinema Screen არის 10,3 მეტრის დიაგონალის მქონე LED ეკრანი. შუქდიოდური ტექნოლოგია Cinema Sreen-ს direct-lit ფუნქცია აქვს, რომელიც HDR-ს უზრუნველყოფს და გამოსახულებას 10-ჯერ უფრო ნათელია ვირდე ეს ჩვეულებრივ კინოთეატრებში.

მაღალი ხარისხის გამოსახულება “SUPE S” კინოთეატრში HARMAN-ის JBL აკუსტიკური სისტემითაა აღჭურვილი. მას მძლავრი დინამიკები აქვს ეკრანის გვერდებში და ექსკლუზიურად JBS Sculpted Surround ტექნოლოგიას იყენებს, რომელიც ფილმის რეჟისორის ჩანაფიქრის შესაბამის ზუსტ ხმის გადაცემას უზრუნველყოფს.

Samsung Cinema LED ეკრანს შეუძლია სხვა და სხვა პირობებში მუშაობა და არა მხოლოდ ფილმების გასაშვებად არის გამოსადეგი. ტექნოლოგია შეიძლება კონცერტებში, სპორტული ღონისძიებებსი ტრანსლაციისას და კიბერსპორტში შეიძლება იქნეს გამოყენებული. Cinema LED ეკრანი ასევე გახდა პირველი პროდუქტი, რომელმაც წარმატებით გაიარა Digital Cinema Initiatives-ის სერტიფიცირების პროცესი. ეს სერტიფიკაცია ადასტურების იმას, რომ ეკრანს ფერთა სრული სპექტრის ჩვენება შეუძლია ხარვეზების გარეშე.