.

ინოვაციები

ელექტროავტობუსის ახალი რეკორდი
ნოე 24, 2017

ელექტროავტობუსის ახალი რეკორდი

ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია Proterra-მ ახალი რეკორდი დაამყარა. Catalyst E2 მოდელის ავტობუსმა ერთი დატენვით 1772 კილომეტრი დაფარა.

წინა რეკორდი, რომელიც 1631 კმ. იყო, ერთადგილიან, მცირე ზომის ავტომობილ Boozer-ს ეკუთვნოდა. შესაბამისად, Proterra-ს რეკორდი მნიშვნელოვანია, რადგან მას ათობით ადამიანის ერთდროულად გადაყვანა შეუძლია.

გასათვალიწინებელია ისიც, რომ აღნიშნული დისტანციის დაფარვას ავტობუსები რამდენიმე დღე უნდებიან. მაგალითად, ლონდონის ტრანსპორტის სამსახურის მონაცემებით, ერთი ავტობუსი, რომელიც რეგულარულ მარშრუტზე მოძრაობს, დღეში, საშუალოდ, 157 კილომეტრს ფარავს. ანუ პროტერას ავტობუსს, ერთი დატენვით, ლონდონელების გადაყვანა 11 დღის განმავლობაში შეეძლება.

და რაც ყველაზე მთავარია, ავტობუსის მთლიანად დატენვას ერთი საათი სჭირდება.