ინოვაციები
ნობელის პრემია ფიზიკაში: გრავიტაციული ტალღების აღმომჩენებმა მიიღეს
წელს ნობელის პრემია ფიზიკაში ამერიკელ სწავლულებს რაინერ ვაისსა, ბარი ბარიშს და კიპ ტორნს ერგოთ გრავიტაციული ტალღების LIGO დეტექტორის საშუალებით აღმოჩენისათვის. ნობელის პრემიის ფონდმა წელს 9 მილიონი შვედური კრონა (1,1 მილიონი დოლარი) შეადგინა.
აინშტაინის თეორიის თანახმად გრავიტაციული ტალღები სინათლის სიჩქარით ვრცელდება და თავისი ბუნებით გამოწვეულია გრავიტაციული ველის რხევებით, რომელსაც მასიური ობიექტების გადაადგილება იწვევს. 100 წელზე მეტია ალბერტ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა დროისა და სივრცის აღელვება, თუმცა ამ მოვლენის რეგისტრაცია მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გახდა შესაძლებელი.
გრავიტაციული ტალღები პირველად 2015 წლეს დააფიქსირეს LIGO-ს (Laser Interferometric Gravitational Observatory) საშუალებით. ლაზერის საშუალებით ფიზიკოსები ზომავდნენ ოთხ კილომეტრიანი გვირაბის სიგრძეს, რომელიც იზრდებოდა და მცირდებოდა გრავიტაციული ტალღების ზემოქმედების შედეგად. ამ აღმოჩენის გამო რაინერმა, ვაისმა, ბარიშმა და ტორნმა ნობელის პრემია დაიმსახურეს.